Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ღია კარის დღე აბიტურიენტებისთვის

23 ივნისს, 16:00 საათზე თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი გიწვევთ ღია კარის დღეზე.

მიიღეთ ამომწურავი ინფორმაცია თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე მოქმედი, დღეისათვის ყველაზე მოთხოვნადი და აქტუალური საბაკალავრო პროგრამების შესახებ

ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამა;

დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა;

მულტილინგვური განათლება - დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა;

ოკუპაციური თერაპიის საბაკალავრო პროგრამა.

ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ადმინისტრაციის წევრებთან, თითოეული საბაკალავრო პროგრამის წარმომადგენელთან, ლექტორებთან და სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე აბიტურიენტები გაეცნობიან ფაკულტეტზე მოქმედ პროგრამებს, ღონისძიებებს, საზღვარგარეთის წამყვან უნივერსიტეტებთან გაცვლით პროგრამებსა და სტუდენტური ცხოვრების მრავალფეროვნებას.

შეხვედრა გაიმართება თსუ-ის III კორპუსში, 025 აუდიტორიაში.

მისამართი: ილია ჭავჭავაძის გამზირი 11ა.

დასწრების მსურველებმა გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია მოცემულ ბმულზე: https://forms.gle/mJdc746czr8uGRrR7